суббота, 15 ноября 2014 г.
ტრენინგის მეცხრე დღე
დღეს დავასრულეთ ტრენინგი, გავაკეთეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაცია, მივიღეთ რჩევები, რომლის გათვალისწინებაც დაგვეხმარება მუშაობაში, შევავსეთ შეფასების ფორმა. ტრენინგი მეტად საინტერესო და ნაყოფიერი იყო. დიდი მადლობა ხათუნა რუსიეშვილს.
пятница, 14 ноября 2014 г.
ტრენინგის მერვე დღე
დღეს განვიხილეთ შემდეგი საკითხები:
თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად, სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით?
როგორ გავუწიო ფასილიტაცია კლასს მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლების პროცესში?
როგორ გამოვიყენო ტექნოლოგიები სასწავლო პრაქტიკის გასაუმჯობესებლად?
როგორ გავუწიო ფასილიტაცია კლასს მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლების პროცესში?
როგორ გამოვიყენო ტექნოლოგიები სასწავლო პრაქტიკის გასაუმჯობესებლად?
გადავხედე და სრულვყავი ჩემი პორტფოლიო და ავტვირთე ბლოგზე.
четверг, 13 ноября 2014 г.
ტრენინგის მეშვიდე დღე
ვიმსჯელეთ შეფასების რუბრიკებზე და მი9ღებულ შედეგებზე რამაც უნდა დაგეხმაროს მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის და შეფასების სტრატეგიების გაუმჯობესებაში.
ვიმსჯელეთ როგორ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად, სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით.
განვიხილეთ ბლუმის და გარდნერის მატრიცა.
ვიმსჯელეთ როგორ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად, სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით.
განვიხილეთ ბლუმის და გარდნერის მატრიცა.
воскресенье, 9 ноября 2014 г.
ტრენინგის მეექვსე დღე
გავეცანით გაზეთისა და ბუკლეტის შაბლონებს, მოვამზადეთ და გამოვაქვეყნეთ ისინი, გავეცანით შეფასების სქემებს, მოვამზადეთ შეფასების რუბრიკები.
დღე მეტად საინტერესო და ბევრის მომცველი იყო.
четверг, 6 ноября 2014 г.
ტრენინგის მეხუთე დღე
გავეცანით ინტერნეტ კავშირებს, ვისაუბრეთ როგორ უნდა გამოვიყენოთ ინტერნეტი სწავლის პროცესის გასაუმჯობესებლად, ერთმანეთს გავუზიარეთ პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციები და მოსწავლის საჭიროების დადგენის ფორმები, გავეცანით საავტორო უფლებების კანონმდებლობას, ვნახეთ პრეზენტაცია „საავტორო უფლებების ქაოსი“დავასრულეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომების პრეზენტაცია და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე.
воскресенье, 2 ноября 2014 г.
ტრენინგის მეოთხე დღე
გავეცანით შეფასების სხვადასხვა მეთოდს, განვიხილეთ განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების სქემები, შევქმენით დროში გაწერილი შეფასების სქემა, განვსაზღვრეთ შეფასება მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად, დავასრულეთ პროექტის პრეზენტაცია. დღე მეტად საინტერესო და ნაყოფიერი იყო. მადლობა ხათუნას საინტერესო ტრენინგისთვის
суббота, 1 ноября 2014 г.
ტრენინგის მესამე დღე
გავეცანით ბლუმის განახლებულ ტაქსონომიას და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების სიტყვებს, ვიმსჯელეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებზე, დავგეგმეთ სასწავლო პროექტი, მოვამზადეთ პრეზენტაცია, გავეცანით სტანდარტების და მიზნების რუბრიკას, მოვარგეთ სტანდარტები ჩვენს სასწავლო პროექტს.
Подписаться на:
Сообщения (Atom)